loader

დუბაის პრინცის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი და სკანდალური ფაქტები 34 წლის შეიხის ცხოვრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუბაის პრინცის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი და სკანდალური ფაქტები 34 წლის შეიხის ცხოვრებიდან

ახლახან მსოფლიო ტრაგიკულმა ამბავმა მოიცვა: დუბაის მმართველის უფროსი ვაჟი, 34 წლის შეიხი რაშიდ იბნ მუჰამედ ალ-მაქთუმი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ირანული საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" ინფორმირებული წყაროებისა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ შეიხი იემენის ტერიტორიაზე საბრძოლო შეტაკებისას დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, შეიხი რაშიდი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი შიიტური მოძრაობა "ანსარ ალაჰის" მომხრეებმა იემენის პროვინცია მარიბში მოკლეს.

რაშიდი - ამირისა და მთავარი უფროსი ცოლის, ჰინდ ბინტ მაქთუმის უფროსი ვაჟი ტრადიციული ფასეულობებით აღიზარდა. რაშიდ იბნ მუჰამედი მამის მემკვიდრეობისთვის ემზადებოდა: ამირი სახელმწიფო საქმეების კურსში აყენებდა და ეკონომიკური პროექტების კონტროლს ანდობდა შვილს. მაგრამ 2008 წლის 1-ელ თებერვალს უეცრად ყველაფერი შეიცვალა: მემკვიდრე პრინცად შეიხ მუჰამედის უმცროსი ვაჟი ჰამდანი გამოაცხადეს... ამის მიზეზს "ვიკილიქსში" დოკუმენტების პუბლიკაციისას აეხადა ფარდა. გამოქვეყნებულ დეპეშებს შორის არსებობს დუბაიში აშშ-ის გენერალური კონსულის, დევიდ უილიამსის ტელეგრამა, სადაც ის მემკვიდრეობის ცვლილებებსა და წესებზე იტყობინება. უილიამსი წერდა, რომ რაშიდმა ამირის სასახლეში მოკლა ერთ-ერთი მუშაკი, რამაც შეიხის განრისხება გამოიწვია და მემკვიდრეობის ხაზს გადახედა...

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე