loader

რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი ავიაიერიშები კასპიის ზღვის აკვატორიიდან განახორციელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი ავიაიერიშები კასპიის ზღვის აკვატორიიდან განახორციელა

რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი იერიშები მიიტანა. როგორც "ბიბისი" სირიელ აქტივისტებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსულმა ავიაციამ პროვინცია ჰამა და იდლიბი, ასევე, ალეპო დაბომბა. ავიაიერიშები რუსეთმა კასპიის ზღვის აკვატორიიდან მიიტანა სირიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ჩანს, როგორ ემზადება მასირებული შეტევისთვის ხომალდი.

რუსეთმა სირიაში ავიადარტყმების მიტანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნით დაიწყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი მთავარი სამიზნე - "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ სინამდვილეში რუსეთი ასადის ოპონენტების პოზიციებს ბომბავს. სირიაში არსებული ვითარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს ამერიკელ სამხედროებთან გამართავს.