loader

მექსიკას ჯერ არნახული სიძლიერის ქარიშხალი უახლოვდება: რა შეიძლება მოჰყვეს "პატრისიას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკას ჯერ არნახული სიძლიერის ქარიშხალი უახლოვდება: რა შეიძლება მოჰყვეს "პატრისიას"

ამერიკის კონტინენტისთვის ჯერ არნახული ქარიშხალი სახელწოდებით "პატრისია" მექსიკაში პირველ კვალს უკვე ტოვებს. აშშ-ს ქარიშხლის შესწავლის ეროვნულმა ცენტრმა "პატრისიას" მეხუთე კატეგორია მიანიჭა - ეს კლასიფიკაციის უმაღლესი საფეხურია. ჯერ კიდევ ოკეანეში მოძრავი ქარიშხლის სიჩქარე 325 კმ/სთ-ია.

მექსიკის სანაპიროებიდან უკვე ათასობით ადგილობრივის და ტურისტის ევაკუაცია მოხდა. შაბათს ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ქალაქებში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი, რომელიც სავარაუდოდ მეწყერებს და წყალდიდობას გამოიწვევს.