loader

კანადის ახალი პრემიერ მინისტრი - ყველაზე "ცხელი" და ჰიპსტერი პოლიტიკოსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადის ახალი პრემიერ მინისტრი - ყველაზე "ცხელი" და ჰიპსტერი პოლიტიკოსი

ლიბერალი ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერ მინისტრად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. 43 წლის პოლიტიკოსი კანადის ყოფილი პრემიერის პიერ ტრიუდოს შვილია. ახალი პრემიერი გარეგნობით მოდელს ან კინოვარსკვლავს უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის ლიდერს. მისი სტილითა და აღნაგობით მოხიბლული არამხოლოდ კანადელები, უკვე ნახევარი მსოფლიოა.

ამასთან, ის ალბათ ერთადერთია მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლის სხეულსაც ტატუები ამშვენებს. უმცროსი ტრიუდო გატაცებულია ბოქსით, ნაოსნობით, გამოირჩევა ლიბერალური განცხადებებით, მაგალითად: მარიხუანას ლიგალიზაციის მხარდამჭერი განცხადებებით, ამასთან ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა. ჰოდა კიდევ, აღმოჩნდა რომ ცეკვის დიდი მოყვარულიცაა: ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს ვიდეო გაუხსენეს, რომელშიც ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ინდურ ცეკვას ასრულებს.