loader

ოდესაში ლენინის ძეგლი დართ ვეიდერის ძეგლად გადააკეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესაში ლენინის ძეგლი დართ ვეიდერის ძეგლად გადააკეთეს

მსოფლიოში პირველად, სითჰების მბრძანებლის, იმპერიის არმიის უმაღლესი მთავარსარდლის დართ ვეიდერის ძეგლი ოდესაში გამოჩნდა. ბნელი მხარის მსახურის ქანდაკება ოდესელმა მხატვარმა ალექსანდრ მილოვმა შექმნა.

მილოვმა ვეიდერი ვლადიმირ ლენინის ქანდაკებას "დააშენა", რომლის დემონტაჟიც "დეკომუნიზაციის" კანონის ფარგლებში იგეგმებოდა. ამჟამად ვეიდერის ფორმაში გადაცმულ ლენინს არაფერი ემუქრება.

ავტორს იმედი აქვს, რომ ბნელეთის ლორდის ძეგლი ტურისტულ მარშრუტებშიც შევა. მალე მის ირგვლივ დასასვენებელ ზონას მოაწყობენ. ამასთან, დართ ვეიდერის მონუმენტი უკაბელო ინტერნეტსაც ავრცელებს, შესაბამისი მოწყობილობა მის თავშია ჩამაგრებული.