loader

ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რუსეთში გადმოსვენების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რუსეთში გადმოსვენების კადრები

ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 144 ადამიანი რუსეთში გადაასვენეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, კიდევ ერთ რეისს სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში დღეს საღამოს ელოდებიან.
დღესვე დაიწყო ცხედრების ამოცნობის პროცედურა. სასტუმროში, სადაც დაღუპულთა ნათესავები იმყოფებიან, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ.

რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A 321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის, რუსეთის გარდა, ბელორუსისა და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.
ამასთან, ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სინაის ნახევარკუნძულზე ფრენების შეწყვეტაზე ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებმა" განაცხადა. მანამდე Flydubai-მ, Air France-მა, Lufthansa-მ, Air Arabia-მ და Emirates Airlines-მა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრენებს დროებით აჩერებენ.

იხილეთ ასევე: სავარაუდოდ, რუსული ლაინერის ვარდნის კადრები ყოუტუბე-ზე გავრცელდა