loader

პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში 100-ზე მეტ დაშავებულს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში 100-ზე მეტ დაშავებულს ეძებენ

პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევებში 100-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მუშაობენ სამხედროები და მოხალისეები.

უბედური შემთხვევა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მოხდა. ქარხნის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ბიბისი" წერს, რომ ოთხსართულიანი შენობა, სავარაუდოდ, ოქტომბერში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა.