loader

LIVE: საზარელი ტერაქტი პარიზში - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

LIVE: საზარელი ტერაქტი პარიზში - კადრები შემთხვევის ადგილიდან

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერორისტული აქტები განხორციელდა . არსებული ინფორმაციით,  დაღუპულია 33-ზე მეტი ადაამიანი. 60-მდე კი ტერორისტებს ერთ-ერთ მუსიკალურ ცენტრში მძევლად ჰყავთ აყვანილი. არიან დაჭრილები. დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს.

საფრანგეთის პოლიცია და არმია ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ძალოვანი მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია.

CNN-ის ინფორმაციითვე, შემთხვევის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთის სატდიონზე იმყოფებოდა და საფრანგეთ-გერმანიის მეგობრულ მატჩს ესწრებოდა. პრეზიდენტმა სტადიონი დატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წავიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა . მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკონცერტო დარბაზიდან, სადაც ტერორისტებს 100-მდე ადამინი მძევლად ჰყავდათ აყვანილი, 30-მდე მათგანმა მშვიდობიანად გამოაღწია. სხვა დეტალები მათ შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, ტერორისტები აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გახსნისას ყვიროდნენ - " ეს თქვენ სიირისთვის".

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60-მდე გაიზარდა. პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.