loader

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარიზში ტერაქტებს სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარიზში ტერაქტებს სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საფრანგეთში 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებულია.

როგორც "როიტერი" იტყობინება, პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.

წყაროს ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, ბოევიკები მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ.

ასევე იხილეთ: არეულობა პარიზის სტადიონზე და ფანები პანიკაში - აფეთქების ხმა ფეხბურთის მატჩის დროს გაისმა

თვითმხილველის ვიდეო თეატრ "ბატაკლანიდან": სროლის ხმა, ყვირილი და დაჭრილები