loader

თვითმხილველის ვიდეო თეატრ "ბატაკლანიდან": სროლის ხმა, ყვირილი და დაჭრილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმხილველის ვიდეო თეატრ "ბატაკლანიდან": სროლის ხმა, ყვირილი და დაჭრილები

ფრანგული გამოცემა "ლე მონდის" ჟურნალისტმა დანიელ ფსენიმ პარიზში განხორციელებული ტერაქტის ამსახველი, შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები გაავრცელა. როგორც "ბიბისი" წერს, ჟურნალისტმა ვიდეომასალა საკუთარი ბინიდან გადაიღო, რომელიც თეატრ "ბატაკლანის" მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ვიდეოკადრებში სროლის ხმა და ადამიანების ყვირილი ისმის. კადრებში დაჭრილები ჩანან. შეიარაღებულმა პირებმა თეატრ "ბატაკლანში" როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს.

საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს.

ასევე იხილეთ:

ტერაქტის შემდეგ, სტადიონიდან ევაკუაციის დროს ფრანგები ჰიმნს მღერიან

არეულობა პარიზის სტადიონზე და ფანები პანიკაში - აფეთქების ხმა ფეხბურთის მატჩის დროს გაისმა