loader

ჟურნალისტი პარიზიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როცა მის ზურგს უკან პანიკა ატყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტი პარიზიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როცა მის ზურგს უკან პანიკა ატყდა

Channel 4-ის კორესპონდენტი პარიზში, რესპუბლიკის მოედნიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როდესაც მის ზურგს უკან უცბად, ხალხში პანიკა ატყდა. მოედანზე შეკრებილი ასობით ადამიანი, რომლებიც ტერაქტში დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, მოულოდნელად პანიკაში ჩავარდა და ადგილიდან გაიქცა. საქმე იმაშია, რომ გავრცელდა ინფორმაცია საეჭვო ფუთის აღმოჩენის შესახებ. ასევე, პარიზის ცენტრში, სან-მარტენის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა, რასაც ხალხში მოსალოდნელი აფეთქების შიშით პანიკა მოჰყვა. სამართალდამცველებმა მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.

იხილეთ ასევე: პარიზში დაღუპულების მემორიალთან საეჭვო ფუთა აღმოაჩინეს - ხალხი პანიკაში ჩავარდა

პანიკაში ჩავარდნილი ხალხი მსოფლიო ტელეარხების პირდაპირ ეთერში მოხვდა