loader

პუტინის შურისძიება: საჰაერო ოპერაცია სირიაზე ბომბდამშენებით, რომლითაც რუსეთი 2008-ში საქართველოს ბომბავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის შურისძიება: საჰაერო ოპერაცია სირიაზე ბომბდამშენებით, რომლითაც რუსეთი 2008-ში საქართველოს ბომბავდა

საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიალაინერის კატასტროფას ოფიციალურად ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

17 ნოემბერს კრემლში გამართულ თათბირზე პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის უწყებასა და გენშტაბს სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურების გეგმების სასწრაფოდ შემუშავება დაავალა. პუტინის განმარტებით, მათი მოქალაქეების სიკვდილში დამნაშავე პირების დასჯისთვის რუსული საბრძოლო ავიაციის მუშაობა უნდა გაძლიერდეს. "შურისძიება გარდაუვალია", - განაცხადა პუტინმა.

შედეგმაც არ დააყოვნა - სირიის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე საჰაერო იერიში რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ მიიტანა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში ეს სტრატეგიული ავიაციის გამოყენების პირველი პრეცედენტია.

მასშტაბურ საჰაერო ოპერაციაში 23 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის, 12 შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3 (ამ თვითმფრინავით რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ბომბავდა).

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე