loader

"ისლამური სახელმწიფო" ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფო" ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება

"ისლამური სახელმწიფო" ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება. ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომლის თანახმად, მათი სამიზნე "თაიმს სქვერი" და "ჰერალდ სქვერი" გახდება. ISIS-ის მუქარებს აშშ-ში პირველი შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ უწყება ნიუ-იორკის პოლიციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებულად მოქმედებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საფრთხეების შესახებ ყველა ინფორმაციას ამოწმებს.

თავის მხრივ, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ტერორისტების მიზანი "დემოკრატიული საზოგადოების დაშინებაა", რასაც აშშ არ დაუშვებს. მისი თქმით, ნიუ-იორკს "კონკრეტული" საფრთხეები არ ემუქრება. ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა უილიამ ბრეტონმა კი განაცხადა, რომ ისლამისტების მუქარებში "ახალი არაფერია".