loader

შტურმი მალის დედაქალაქში: რა ხდება სასტუმრო "რედისონში", სადაც მძევლები იმყოფებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შტურმი მალის დედაქალაქში: რა ხდება სასტუმრო "რედისონში", სადაც მძევლები იმყოფებიან

მალის დედაქალაქ ბამაკოში სპეცრაზმმა სასტუმრო "რედისონის" შტურმი დაიწყო. ამ დროისთვის 170 მძევლიდან 80-ის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.

"ევრონიუსმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროში ფრანგი ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბოევიკები" სასტუმრომდე დიპლომატიური ნომრებიანი მანქანით მივიდნენ. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.