loader

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა. ამის შესახებ ბელგიის საფრთხეების ანალიზის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სიტუაციის ანალიზმა გამოავლინა სერიოზული საფრთხე, რომელიც ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებასა და მოსახლეობისთვის დეტალურ ინსტრუქციებს", - ნათქვამია განცხადებაში. ბელგიის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ რა საფრთხეზეა საუბარი.

უსაფრთხოების გაძლირებული ზომების ფარგლებში, ერთი დღით დაიხურა ბრიუსელის მეტროპოლიტენი. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს ურჩევს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.