loader

ბელგიაში სპეცოპერაციის დროს 16 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგიაში სპეცოპერაციის დროს 16 პირი დააკავეს

ბრიუსელსა და მის შემოგარენში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 16 პირი დააკავეს. 13 ნოემბერს, პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსალამი დაკავებულთა შორის არ არის. მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ბრიუსელსა და შარლერუაში 19 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის.

ისლამისტების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციები ბრიუსელში გრძელდება. პოლიციამ სპეცოპერაციამდე მედია გააფრთხილა, დეტალებზე ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, ხოლო მოსახლეობას მიმართა, სოციალურ ქსელებში არ დაეწერათ, სად ატარებდა პოლიცია შემოწმებას.

ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე.