loader

ჩინური სასწაული: პეკინში ხიდის რეაბილიტაცია 43 საათში დაასრულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინური სასწაული: პეკინში ხიდის რეაბილიტაცია 43 საათში დაასრულეს

პეკინში, სანიუანის ხიდის აღდგენის პროცესი 13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყო. რეკონსტრუქციის სრულმა პროცესმა 43 საათს გასტანა. ხიდი პეკინში ერთ-ერთი მთავარი გზაგამტარია, რის გამოც მისი სწრაფად აღდგენა პრიორიტეტული იყო ქალაქისთვის. ჩინეთის მშენებლობის ისტორიაშიც კი, ასეთი სწრაფი რეაბილიტაცია რეკორდულია. ხიდის ძველი ზედაპირის ახლით ჩასანაცვლებლად 1300-მდე ტონა მასალა იქნა გამოყენებული.

თბილისში დიღმულას ხიდის აღდგენის პროცესი ხომ არ გაგახსენდათ? მისი 40-მეტრიანი მონაკვეთის აღდგენას სამი თვე დასჭირდა...