loader

კოლორადოს შტატში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლორადოს შტატში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

კოლორადოს შტატში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი სამოქალაქო პირი, ერთი კი პოლიციის ოფიცერია. სროლის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, თავდამსხმელი დაკავებულია. სააგენტო "ესოშიეთედ პრესი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ჩრდილო კაროლინას შტატის მცხოვრები რობერტ ლევის დიარია.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, პარასკევს საღამოს, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო-სპრინგსში, მამაკაცი ოჯახის დაგეგმარების ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სროლა 5 საათს გაგრძელდა, რის შემდეგ თავდასხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდამსხმელმა შენობაში ჩანთები შეიტანა, რომელშიც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს.

"ბიბისი" აღნიშნავს, რომ დაგეგმარების ცენტრში, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაცია Planned Parenthood-ს ეკუთვნის, მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა. კერძოდ, ცენტრზე თავდასხმებს აბორტის მოწინააღმდეგეები ახორციელებდნენ.