loader

პუტინმა სამიტზე დააგვიანა - რუსეთის პრეზიდენტი ერდოღანთან შეხვედრას თავს არიდებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინმა სამიტზე დააგვიანა - რუსეთის პრეზიდენტი ერდოღანთან შეხვედრას თავს არიდებს?

პარიზში მიმდინარე კლიმატის ცვლილებების სამიტზე ვლადიმერ პუტინი სხვა ლიდერებთან შედარებით გვიან ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტი არ დაესწრო ფოტოს გადაღების ცერემონიასა და წუთიერ დუმილს, რომელიც ტერაქტში დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა. პუტინის დაგვიანებით ჩასვლამ ეჭვი გააჩინა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას თავი აარიდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა მოგვიანებით განმარტა, რომ მისი დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხასიათის იყო, რაც სამუშაო გრაფიკმა გამოიწვია.