loader

ISIS "რუს ჯაშუშს" სიკვდილით სჯის: "რუსო ერო, ჩვენ დავხოცავთ თქვენს შვილებს, ამ მიწაზე მოკლული ყველა ბავშვის სახელით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ISIS "რუს ჯაშუშს" სიკვდილით სჯის: "რუსო ერო, ჩვენ დავხოცავთ თქვენს შვილებს, ამ მიწაზე მოკლული ყველა ბავშვის სახელით"

"ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა. როგორც CNN-ი იტყობინება, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.

ვიდეორგოლში ISIS-ის წევრი რუსულად რუს მოქალაქეებსა და რუსეთის პრეზიდენტს ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეებს არ მოასვენებენ და ყველას დახოცავენ.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, კრემლს აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.