loader

რუსებმა სირიაში დიზელით სავსე ტრაილერები დაბომბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსებმა სირიაში დიზელით სავსე ტრაილერები დაბომბეს

26 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე რუსეთმა სირიაში ტერორისტებზე 1458 წერტილოვანი დარტყმა განახორციელა. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსულმა ბომბდამშენებმა დარტყმები განახორციელეს ალეპოს, ლატაკიას, ჰომსის, რაქასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში.

სავარაუდოდ, სწორედ რუსების დაბომბვის შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იწვის ნავთობით დატვირთული ტრაილერები. სატვირთოები, რომლებითაც დიზელი გადაჰქონდათ, ალეპოში მიემგზავრებოდა. დარტყმების შედეგად სამი მძღოლი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე მძიმედ დაიჭრა.