loader

”ეს უზარმაზარი მადლიერებაა მხარდაჭერისთვის” - უკრაინული ვიდეორგოლი ქართული არმიის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ეს უზარმაზარი მადლიერებაა მხარდაჭერისთვის” - უკრაინული ვიდეორგოლი ქართული არმიის შესახებ

საერთაშორისო თანამეგობრობა Inform Napalm-ის მოხალისეებმა ფლეშმობი-გადაძახილის ფარგლებში საქართველოს არმიის შესახებ ვიდეო შექმნეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად Inform Napalm-ის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. მოხალისეებმა თავდაპირველად მსგავსი ვიდეო უკრაინული შეიარაღებული ძალების შესახებ გაავრცელეს, რასაც მოჰყვა კლიპი საქართველოს, როგორც უკრაინის მეგობარი ქვეყნის, შესახებ.

”ქართველი ხალხი ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელებს რუს აგრესორებთან ბრძოლაში. ქართველები იყვნენ და რჩებიან ჩევნს ძმებად. ეს ვიდეორგოლი უზარმაზარი მადლიერებაა მხარდაჭერისთვის, ყველაფრისთვის, რაც აერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხს”, - აცხადებენ თანამეგობრობაში.