loader

ჩინელების მორიგი ინოვაცია: მანქანის მართვა უკვე ტვინით შეიძლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინელების მორიგი ინოვაცია: მანქანის მართვა უკვე ტვინით შეიძლება

ჩინეთში, ნანკაის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 2 წელი იმუშავეს, რომ საზოგადოებისთვის მორიგი ინოვაცია: ტვინით მართვადი ავტომობილი წარედგინათ. მათ მიერ შექმნილი დახვეწილი მოწყობილობა, რომელსაც ტვინის სიგნალების წაკითხვა შეუძლია, მძღოლს საშუალებას აძლევს, მანქანა ამოძრაოს წინ, უკან, გაჩერდეს, მოუხვიოს და ეს ყველაფერი ხელების დახმარების გარეშე.

ინოვაციური მოწყობილობა აერთიანებს 16 სენსორს, რომელიც ელექტროენცეფალოგრამის სიგნალს იღებს მძღოლის ტვინიდან, სპეციალური კომპიუტერული პროგრამა კი ირჩევს სასურველ ბრძანებას და "თარგმნის" მას, რის შემდეგაც მანქანა შესაბამისად კონტროლდება.