loader

შეჭამე თავი შენი - კომპანია, რომელიც შოკოლადად "გაქცევთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეჭამე თავი შენი - კომპანია, რომელიც შოკოლადად "გაქცევთ"

ლონდონში ახლად დაფუძნებული კომპანია ტკბილეულის უჩვეულო ხაზის წარმოებას იწყებს: Candy Mechanics კლიენტების თავის გამოსახულებას 3D-პრინტერზე ბეჭდავს და მათ შოკოლადის კანფეტად გარდაქმნის. დამწყებმა კომპანიამ შოკოლადის წარმოება ძალიან თამამი ნაბიჯით დაიწყო: ელიზაბეტ მეორის პატივსაცემად შოკოლადის, მარწყვისა და კრემის საწუწნი კანფეტები დაამზადეს დედოფლის გამოსახულებით.

BBC-სთან საუბარში იდეის ერთ-ერთი ავტორი სემ პარტი კითხვაზე, იქნება თუ არა წარმატებული ბიზნესი, ამბობს: "ფეისბუქისა და ინსტაგრამის ეპოქაში, როცა ყველა სელფებს იღებს, რატომაც არა? თუ ვიღებთ სელფებს, რატომ არ შეიძლება საკუთარი სახე გავლოკოთ?".