loader

ხელჩართული ჩხუბი რადაში - იაცენუკს ვარდები აჩუქეს და მისი ტრიბუნიდან გაყვანა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელჩართული ჩხუბი რადაში - იაცენუკს ვარდები აჩუქეს და მისი ტრიბუნიდან გაყვანა სცადეს

უკრაინის უმაღლეს რადაში, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სიტყვით გამოსვლის დროს ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს პეტრო პოროშენკოს ბლოკისა და "სახალხო ფრონტის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა ტრიბუნაზე ავიდა და პრემიერს წითელი ვარდების თაიგული აჩუქა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა.

პეტრო პოროშენკოს ბლოკის ფრაქციის ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ ფრაქციის სახელით კოლეგის ქმედებებისთვის ბოდიში უკვე მოიხადა.

ასევე იხილეთ: ხელჩართული ჩხუბი რადაში - იაცენუკს ვარდები აჩუქეს და მისი ტრიბუნიდან გაყვანა სცადეს