loader

ისტორიული დღე საუდის არაბეთში - ქალები არჩევნებში პირველად მონაწილეობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიული დღე საუდის არაბეთში - ქალები არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

პირველად ქვეყნის ისტორიაში, საუდის არაბეთში მიმდინარე არჩევნებში ქალები იღებენ მონაწილეობას. ქალებს ასევე, უფლება მიეცათ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ. საუდის არაბეთში დღეს დაწყებულ მუნიციპალურ არჩევნებში 5938 კაცთან ერთად კანდიდატის სტატუსით 978 ქალი დარეგისტრირდა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას 130 000-მდე ქალი აპირებს.

საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აწ გარდაცვლილმა მეფე აბდალამ მისცა. 2013 წელს მან საუდის არაბეთის საკონსულტაციო ასამბლეაში 30 ქალი დანიშნა.