ვლადიმერ პუტინმა კრემლში სახელმწიფო ჯილდოები დაარიგა. მსგავსი ტრადიცია პრეზიდენტმა წინასაახალწლოდ უკვე წლებია დაამკვიდრა. სამშობლოსთვის სამსახურის ორდენის კავალერი 40-მდე ადამიანი გახდა, კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, კოსმონავტები, მედიისა და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები.
დაჯილდოებულებს შორის იყო 100 წლის ალექსანდრ ეჟევსკი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის ყოფილი მინისტრი, ლენინის ორდენის 4-გზის კავალერი. სახელმწიფო მოღვაწემ რუსეთის პრეზიდენტისადმი სამადლობელ სიტყვაში პუტინი "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის" ნაცვლად, "ვლადიმერ ილიჩად" მოიხსენია...