მიშელ ობამამ გარეპა
ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ გარეპა. მისი უჩვეულო ამპლუა ახალგაზრდებში განათლების მხარდაჭერას ემსახურება. მიშელ ობამა სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს, აუცილებლად განაგრძონ სწავლა კოლეჯებში და სრულყოფილი განათლება მიიღონ.