loader

"ავაკოვი უცენზურო საუბარზე გადავიდა..." - უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყალი შეასხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავაკოვი უცენზურო საუბარზე გადავიდა..." - უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყალი შეასხა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. დაპირისპირება მათ შორის რეფორმების საბჭოს სხდომაზე მოხდა. შს მინისტრის კითხვაზე, რატომ ჰქონდა სააკაშვილს ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხნის პრივატიზაციაზე, ავაკოვის თქმით, ოდესის გუბერნატორმა თავზე კონტროლი დაკარგა. "ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო" - წერს ავაკოვი და დასძენს, რომ "თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის, პრეზიდენტსაც.

სააკაშვილი - ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს... საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა!"

ავაკოვის საქციელს უპასუხა მიხეილ სააკაშვილმაც. ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის შს მინისტრი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც მიიღო კიდეც შენიშვნა უკრაინის პრეზიდენტისგან. შემდეგ კი სააკაშვილზე შური იმით იძია, რომ მას წყალი შეასხა.