loader

ავსტრალიაში პრეპარატი ნუროფენი აკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიაში პრეპარატი ნუროფენი აკრძალეს

ბრიტანული სარეკლამო ზედამხედველები ნუროფენ ექსპრესის საქმეს იძიებენ - ცნობილია, რომ ავსტრალიურმა სასამართლომ ბრიტანული ტკივილგამაყუჩებლის მწარმოებლებს მათი წამლის ზოგი ვერსიის გაყიდვა აუკრძალა.

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ ნუროფენის ტკივილგამაყუჩებლების გაყიდვა აკრძალა, რომლებიც სტანდარტული იბუპროფენის აბების იდენტური გახლდათ, თუმცა რეკლამა იუწყებოდა, რომ განსხვავებული შემადგენლობის იყო და ამის გამო ორჯერ ძვირი ღირდა.

ბრიტანული სარეკლამო სტანდარტების სააგენტო იძიებს 12 საჩივარს "ნუროფენ ექსპრესის" სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით. საქმის განხილვა იმიტომ ხდება, რომ რეკლამა მომხმარებელს თავგზას უბნევს, ირწმუნება, თითქოს პროდუქტი თავის კუნთებზე მოქმედებს. ამასთან, რეკლამაში ნათქვამია, რომ ნუროფენ ექსპრესი უფრო მალე არჩენს თავის ტკივილს, ვიდრე პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.

ავსტრალიის სამომხმარებლო სააგენტომ სასამართლოში სარჩელი მარტში შეიტანა იმ მოტივით, რომ მომხმარებლებს რეკლამაში ატყუებდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ ოთხი პროდუქტი - ნუროფენი ზურგის ტკივილისთვის, ნუროფენი პერიოდული ტკივილებისთვის, ნუროფენი მიგრენული ტკივილისთვის და ნუროფენი თავის ტკივილისთვის დამზადებული იყო სპეციფიკური ხასიათის ტკივილების მოსახსნელად, სინამდვილეში კი ყველა მათგანი ერთნაირი აღმოჩნდა.