loader

თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე - სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე - სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო...

სირიისა და ერაყის მიმართ გამოჩენილი ხისტი პოზიციის ფონზე, თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ძალის გამოყენებას არც საკუთარ ტერიტორიაზე ერიდება. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციებსა და ქალაქებში თურქეთის არმია ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში თურქებსა და ქურთებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. დაკავებების, მიტინგების და საჯარო გამოსვლების დარბევის, ფიზიკური ანგარიშსწორების საპასუხოდ, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ორგანიზებით, თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ბოლო მასშტაბური ინციდენტი 2015 წლის 8 სექტემბერს მოხდა, როდესაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად პოლიციელების ავტობუსი ააფეთქეს. 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 2 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წაიკითხეთ სტატია სრულად ambebi.ge-ზე