"ყველა ქვეყნიდან გამოგვაგდეს, ყველას ვძულვართ" - როგორ აკრიტიკებდა ვლადიმერ ჟირინოვსკი პუტინს
15:54 / 18-12-2015
"როდესაც ამბობენ პუტინის მომხრეები, რომ მიღწევები გვაქვს, დამისახელეთ, რა მიღწევები გვაქვს? ალკოჰოლიკების რიცხვმა იმატა, თვითმკვლელობამ იმატა, დანაშაულმა იმატა, გზები არაა, ჯანდაცვა არაა, ახალშობილებს ქუჩაში ყრიან, ბომჟები ქუჩაში იყინებიან. სად არის მიღწევები? ტოტალური კორუფციაა, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გამოგვაგდეს, ყველგან ვძულვართ... თუ მე გავხდები პრეზიდენტი, არცერთი გოგო არ მოიკლავს თავს და თუ პუტინი გახდება, მთელი ქვეყანა გადაიხვეწება", - ასე აკრიტიკებდა ჟირინოვსკი რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.