loader

"კარგია, რომ ავაკოვი და სააკაშვილი რუსულ ენაზე ჩხუბობენ" - პუტინმა პოლიტიკოსების დაპირისპირებას "ტრაგიკომედია" უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგია, რომ ავაკოვი და სააკაშვილი რუსულ ენაზე ჩხუბობენ" - პუტინმა პოლიტიკოსების დაპირისპირებას "ტრაგიკომედია" უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შს მინისტრისა და ოდესის გუბერნატორის დაპირისპირებას "ტრაგიკომედია" უწოდა.

როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, ამის შესახებ პუტინმა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომლის ფრაგმენტიც ჟურნალისტმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

"ის, რომ რუსულ ენაზე ჩხუბობენ - კარგია. კიდევ კარგი, რომ ქართული ან ოსური არაა, მაგრამ ეს ხომ სასაცილოა, ეს ნამდვილი ტრაგიკომედიაა", - განაცხადა პუტინმა.

არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება 14 დეკემბერს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რაც დროსაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყალი შეასხა. ინციდენტის შემდეგ ავაკოვმა სააკაშვილს უჩივლა და სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ შეიტანა.