loader

აფეთქება სტამბოლის "გოგჩენის" აეროპორტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფეთქება სტამბოლის "გოგჩენის" აეროპორტში

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმფრინავების სადგომთან მოხდა, რის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა. ორივე ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების მომენტში ტერიტორიაზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდამცველები იცავენ.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის მიუხედავად, აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.