loader

კადიროვმა ქალს, რომელმაც ლიდერი გააკრიტიკა, საჯარო განსჯა მოუწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადიროვმა ქალს, რომელმაც ლიდერი გააკრიტიკა, საჯარო განსჯა მოუწყო

გასულ კვირას აიშატ ინაევამ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გააკრიტიკა. "რა გინდათ ჩვენგან? თქვენ ხომ არ გვაძლევთ საშუალებას, ხელფასი სახლამდე მივიტანოთ. მარტო თქვენ უნდა ჭამოთ? სვათ? მარტო თქვენ უნდა იცხოვროთ?", - მიმართავს ინაევა აუდიოჩანაწერში კადიროვს ჩეჩნურ ენაზე.

რამდენიმე დღის შემდეგ ინაევა უკვე სახელმწიფო არხზე აჩვენეს და მას თითქოს საშუალება მისცეს, ლიდერისთვის მიემართა. კადიროვმა ინაევას აუდიომიმართვა ჩართო, ქალი კი ამ დროს სულ იატაკს უყურებდა და ცხვირსახოცით ცხვირს იწმენდდა. "ჩვენ შიმშილით ვკვდებით და შენ ეს სულ არ გადარდებს. მხოლოდ ის გაინტერესებს, რომ შენი საქმეები წავიდეს კარგად. შენ არტისტებს კარგად უხდი, ბინებს ჩუქნი, მანქანებს... და ჩვენ, უბრალო ხალხს რატომ არაფერს გვაძლევ?", - ისმის აუდიოჩანაწერში.

"მე არ ვაპირებ შენ დასჯას. უბრალოდ, მინდა, რომ შენ ამიხსნა, როგორ მოვპარე მე ხალხს ფული?", - მიმართავს კადიროვი ინაევას.