loader

დევიდ ქემერონის პასუხი ISIS-ს: "ეზიზღებათ დიდი ბრიტანეთი, რადგან ჩვენ ვართ მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქვეყანა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევიდ ქემერონის პასუხი ISIS-ს: "ეზიზღებათ დიდი ბრიტანეთი, რადგან ჩვენ ვართ მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქვეყანა"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. მან მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან მსოფლიო ტერორისტულ დაჯგუფებებს ბოლოს მოუღებს.

როგორც ცნობილია, ISIS-მა 5 ადამიანის სიკვდილით დასჯის ვიდეომასალა გაავრცელა. ტერორისტები მათ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. 10-წუთიან ვიდეოში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები დევიდ ქემერონს თეთრი სახლის მონას და ჭკუასუსტს უწოდებენ. ისინი დიდ ბრიტანეთში თავდასხმების მოწყობითაც იმუქრებიან.