loader

16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე

3 იანვარს რუსეთში, ორენბურგ-ორსკის ტრასაზე ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო 40-კილომეტრიან საცობში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა 16 საათი გაატარა. მძღოლებმა გზის გაგრძელება ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო ვეღარ შეძლეს და საკუთარ მანქანებში გამოკეტილნი თითქმის ერთი დღის განმავლობაში დარჩნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ტრასაზე ჩარჩენილი 80 ადამიანიდან ძლიერი მოყინულობით 12 გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათ შორის - სამი ბავშვი. ერთ მანქანაში სამშობიაროდან ახლად გამოყვანილი ჩვილი იყო. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი გახდა, ჰყვება, როგორ წვავდნენ მძღოლები ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, რომ როგორმე გაეძლოთ ძლიერი ყინვისთვის და გამუდმებით ცდილობდნენ, დაკავშირებოდნენ სამაშველო სამსახურს დახმარების მისაღებად.

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე