loader

ISIS-ის მებრძოლმა საკუთარ დედას თავი საჯაროდ მოჰკვეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ISIS-ის მებრძოლმა საკუთარ დედას თავი საჯაროდ მოჰკვეთა

"ისლამური სახელმწიფოს" წევრმა საკუთარი დედა საჯაროდ მოკლა. ამის შესახებ "ბიბისი" სირიის ადამიანის უფლებათა სამონიტორინგო ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

აქტივისტების ინფორმაციით, მებრძოლმა საკუთარი დედა იმის გამო მოკლა, რომ ის "ისლამური სახელმწიფოს" დატოვებას და ქალაქიდან გამგზავრებას სთხოვდა.

20 წლის რაიკალმა 40 წლის მშობელი მის სამსახურთან, საფოსტო განყოფილების შენობასთან მოკლა. შემზარავი შემთხვევა სირიის ქალაქ რაყაში მოხდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქად მიიჩნევა.