ციხიდან ორჯერ გაქცეული მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" დააკავეს
ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, მეტსახელად "ელ ჩაპო" დააკავეს. "ბიბისის" ცნობით, დაკავების დროს იყო ორმხრივი სროლაც, რა დროსაც დაუზუსტებელი ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა. "ელ ჩაპო" საპყრობილედან დაახლოებით ექვსი თვის წინ გაიქცა. მან გაქცევა საკანალიზაციო გვირაბით შეძლო. მას გაქცევაში თავისი გულშემატკივრები დაეხმარნენ. ეს მისი მეორე გაქცევა იყო.
იხილეთ ვიდეო: როგორ გაიქცა მექსიკელი ნარკობარონი ციხიდან 1,5-კილომეტრიანი გვირაბით