loader

სააკაშვილი ამჯერად მარიულპოლი მყოფი სამხედროების პირობებით აღშფოთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი ამჯერად მარიულპოლი მყოფი სამხედროების პირობებით აღშფოთდა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკშვილი ამჯერად მარიუპოლს ეწვია და სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილმა ბეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მან პისტში აღნიშნა, მებრძოლების დისციპლინით აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა იქ არსებულმა დამამცირებელი პორობებმა აღაშფოთა.

"ორჭოფობის შემდეგ გადავწყვიტე ეს ვიდეო გამომექვეყნებინა, ვინაიდან ასეთი უმსგავსობა უკვე ერთ წელზე მეტია რაც გრძელდება და შესაბამის უწყებებს საკმაო დრო ჰქონოდათ, რომ სიტუაცია გამოესწორებინათ. კარგია რომ გენერალმა ლორთქიფანიძემ მიაღწია იმას, რომ რამდენიმე პოსტზე ბიოტუალეტები დაედგათ, ხოლო ეროვნული პოლიციის ახალმა ხელმძღვანელმა სიტუაცია კონტროლზე აიყვანა და შესაბამისი განკარგულებები გასცა. თავის მხრივ ჩვენ შევეცდებით, რომ გამოვასწოროთ თუნდაც ის პრობლემები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების მიერ არ მოგვარებულა", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქ" გვერდზე.