loader

ორმხრივი სროლა პაკისტანის უნივერსიტეტში: სასწავლებელზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორმხრივი სროლა პაკისტანის უნივერსიტეტში: სასწავლებელზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან სტუდენტები და პროფესორი. ამასთან, "ალ-ჯაზირას" ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს.

ამ დროისთვის ჩარსადაში მდებარე "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტთან ორმხრივი სროლაა. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 63 სტუდენტის ევაკუაცია უკვე შეძლეს.

გამოცემა tribune-ის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.