loader

მიდის თუ არა ლიტვინენკოს მკვლელობის კვალი ვლადიმერ პუტინთან? - სულ მალე მოსამართლე გამოძიების საბუთებს გაასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიდის თუ არა ლიტვინენკოს მკვლელობის კვალი ვლადიმერ პუტინთან? - სულ მალე მოსამართლე გამოძიების საბუთებს გაასაჯაროებს

მოსამართლე მალე ალექსანდერ ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით საბუთებს გაასაჯაროებს და გადაწყვეტს, დაასახელოს თუ არა დამნაშავეები და მიუძღვოდა თუ არა რამე წვლილი რუსეთის სახელმწიფოს ლიტვინენკოს მკვლელობაში.

ალექსანდერ ლიტვინენკო 2006 წელს, 43 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. იგი რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს, რომელიც ჩაის ჭიქაში ჩაუსხეს. მის მკვლელობაში ორ რუსს, ანდრეი ლუგოვოის და დიმიტრი კოვტუნს ადანაშაულებდნენ, თუმცა ისინი ლიტვინენკოს მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფენ. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოძიებაში არის ის, რომ მიდის თუ არა კვალი რუსეთის სახელმწიფოსთან და თავად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. გორდონ კორერა ლიტვინენკოს ქვრივს და შვილს ესტუმრა და მათ ინტერვიუ ჩამოართვა.