loader

ლიტვინენკოს მკვლელობა პუტინის თანხმობით მოხდა? - როგორია ლონდონის სასამართლოს ვერდიქტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიტვინენკოს მკვლელობა პუტინის თანხმობით მოხდა? - როგორია ლონდონის სასამართლოს ვერდიქტი

დიდმა ბრიტანეთმა ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ასეთია ლონდონის სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ვერდიქტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელ ალექსანდრ ლიტვინენკოს "მკვლელობა, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანხმობით განხორციელდა".

ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. იმ დროისთვის ის უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ნივთიერება ჩაის ჭიქაში ყოფილმა კოლეგამ ანდრეი ლუგოვოიმ ჩაუყარა, რომელიც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია.