loader

დედა 35 წლის, შვილი კი 90-ის - ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედა 35 წლის, შვილი კი 90-ის - ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა

თინეიჯერი მაგალი გონსალეს სიერა კოლუმბიაში ცხოვრობს. მას, როგორც თავისი ასაკის გოგონებს, იგივე ოცნებები აქვს: უყვარს ცეკვა, მუსიკა, მაკიაჟის გაკეთება და ვარდისფერი. მაგრამ მისი ცხოვრება ყველასგან განსხვავებულია. მაგალი 15 წლის გოგონაა, რომლის სული 90 წლის ქალის სხეულშია გამომწყვდეული. ის გამოიყურება, როგორც მოხუცი ადამიანი - მისი კანი დანაოჭებულია, გადაადგილება უჭირს და ამიტომ ძირითადად ეტლით მოძრაობს.

გოგონა გენეტიკური ანომალიით არის დაავადებული, რომელსაც მედიკოსები პროგერიას უწოდებენ. უმეტესობა ამ დაავადებით 13 წლამდეც ვერ აღწევს.