loader

"ზიკა" სექსუალური კავშირითაც გადადის - ახალი ცნობები ვირუსზე, რომელიც 23 ქვეყანას მოედო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზიკა" სექსუალური კავშირითაც გადადის - ახალი ცნობები ვირუსზე, რომელიც 23 ქვეყანას მოედო

დალასში "ზიკა" ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებასთან კონტროლის ცენტრი აცხადებს, პაციენტის დაინფიცირება სექსუალური კონტაქტით მოხდა. მას არ უმოგზაურია ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსი იყო მოდებული, თუმცა მისი პარტნიორი ვენესუელიდან ჩამოვიდა.

"ზიკა" ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის კონტინენტზე ვირუსის გავრცელებამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ბოლომდე "ზიკა" ვირუსით შესაძლოა 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს. ქვეყნები უკვე განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ.