ინდოეთის ერთ-ერთ სკოლაში ველური ავაზა შეიჭრა. ცხოველი შტატის დედაქალაქიდან 25 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ კარტაკანში დააფიქსირეს. მისგან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა. კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ესხმის ავაზა თავს მამაკაცს. ადგილობრივმა პოლიციამ შეძლო ცხოველის დაჭერა, მას ტრანკვილიზატორი ესროლეს.
ავაზა ქვეყნის ამ ტერიტორიაზე ბოლოს 2012 წელს დააფიქსირეს.