loader

გენიტალიები 200 მილიონ ქალს ამოკვეთეს - CNN-ის სიუჟეტი იმაზე, რაც არც ერთმა გოგომ არ უნდა გამოსცადოს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენიტალიები 200 მილიონ ქალს ამოკვეთეს - CNN-ის სიუჟეტი იმაზე, რაც არც ერთმა გოგომ არ უნდა გამოსცადოს!

სახეზე ხელი დააფარეს და დააწვინეს. რაც მას შემდეგ მოხდა, ამის გამოცდას აგნესი არცერთ გოგოს არ უსურვებს. "ხელები და ფეხები გამიკავეს. გამჭრეს. სისხლი მომდიოდა", - იხსენებს აგნესი, რომელსაც გენიტალიები ამოკვეთეს.

UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, 30 ქვეყანაში დაახლოებით 200 მილიონამდე ქალს და გოგონას წინდაცვეთა აქვს ჩატარებული.

"გოგონების წინდაცვეთას სამი თვიდან ვიწყებთ. პატარები არიან და ვაკეთებთ. ზოგ შემთხვევაში ისინი 18 წლისაც არიან. ხშირად დედებსაც ვუკეთებთ წინდაცვეთას", - ამბობს ჯოზეფინ აკის კულაბილი, რომელიც წარსულში ამ საქმით იყო დაკავებული.

მაშინ, როდესაც გენიტალიების ამოკვეთა არალეგალურია ბევრ ქვეყანაში, ამ პრაქტიკას თემთა უმეტესობა თავის კულტურულ ტრადიციად მიიჩნევს და მაინც აგრძელებს ასე მოქცევას.

წყარო| CNN: 200 million women and girls live with female genital mutilation, says U.N.