loader

გოგონებს, რომლებსაც სექსი ჰქონდათ, სტიპენდიას არ მისცემენ - დაფინანსება მხოლოდ უბიწოებისთვის სამხრეთ აფრიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონებს, რომლებსაც სექსი ჰქონდათ, სტიპენდიას არ მისცემენ - დაფინანსება მხოლოდ უბიწოებისთვის სამხრეთ აფრიკაში

18 წლის თუბელილე დლოდლო იმის გამო ნერვიულობს, რომ მალე მას საკუთარი სახლის დატოვება მოუწევს. მან სწავლის დაფინანსება დაიმსახურა, მაგრამ თანხას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის ქალიშვილობას შეინარჩუნებს.

"ქალიშვილად უნდა დავრჩე, ეს არის ჩემი განათლების ერთადერთი შანსი, ვინაიდან მშობლებს არ აქვთ საშუალება, სკოლაში წამიყვანონ", - ამბობს დლოდლო.

იმისთვის, რომ დაფინანსების მიღება გაგრძელდეს, გოგონამ ქალიშვილობის ტესტები რეგულარულად უნდა გაიაროს, მაგრამ ის სულაც არ არის ამის წინააღმდეგი.

"ქალიშვილობის ტესტი ჩემი კულტურის ნაწილია და არ ვთვლი, რომ ჩემს პირადში იჭრებიან. მე ამაყად ვგრძნობ თავს მას შემდეგ, რაც მტკიცდება, რომ სუფთა ვარ".

სქემა, რომელიც ქალ სტუდენტებს დაფინანსებას იმ შემთხვევაში ჰპირდება, თუ ისინი ქალიშვილები არიან, ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფებმა დაგმეს.

წყარო - BBC| Why South African mayor offers virgin scholarships