ისტორიული შეხვედრა კუბაში: რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი მესამე მსოფლიო ომს არ დაუშვებენ
15:38 / 13-02-2016
შეხვედრა ორ საათზე მეტს გაგრძელდა, რომლის დასასრულს რომის პაპმა ფრანცისკემ და პატრიარქმა კირილემ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
სასულიერო ლიდერებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიცვას ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანები, შეინარჩუნოს ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში და ასევე იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში მშვიდობა აღდგება.
როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, ეს იყო ორი ქრისტიანული კონფესიის სასულიერო ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა 1054 წლის შემდეგ.