loader

გაფრთხილებთ! არ დააყენოთ თარიღის ველში 1970 წლის 1 იანვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში iPhone აგურად იქცევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფრთხილებთ! არ დააყენოთ თარიღის ველში 1970 წლის 1 იანვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში iPhone აგურად იქცევა

თუ გადაწყვეტთ და თრიღის ველში დააყენებთ 1970 წლის 1 იანვარს, ან თუნდაც მეგობრებს გაეხუმრებით და მსგავს რამეს გაუკეთებთ, ამით თქვენ მოწყობილობას მწყობრიდან გამოიყვანთ ისე, რომ შეიძლება ვერც უშველოთ. ეს ხარვეზი მომხმარებლებმა აღმოაჩინეს და მას Apple-ს მაღაზიაშიც კი ვერაფერი გაუგეს.

ამ ხარვეზს მწყობრიდან გამოჰყავს 64 ბიტიანი პროცესორის მქონე iOS 8 ან iOS 9-ზე მომუშავე iPhone, iPad და iPod-ი მათ შორის iPhone 5S ან ახალი მოდელები, iPad Air, iPad mini 2 ან 2015 წლის მეექვსე თაობის iPod touch-ი.

თუმცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება ასეთ დროს მოწყობილობა კვლავ გონზე მოიყვანოთ. მან ვიდეო გამოუშვა, სადაც ნაჩვენებია როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.

წყარო: theguardian.com